სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურის გაწვევის კოორდინირების სამსახურის უფროსმა, გოჩა ხარშილაძემ პრესკონფერენცია გამართა.
ხარშილაძის განმარტებით, სავალდებულო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან და მიმდინარე წლის გაზაფხულზე 1 650-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება.
"წვევამდელები უწყების მიღების შემდეგ მითითებულ ვადაში უნდა გამოცხადნენ შესაბამის გამწვევ კომისიებში. გამოუცხადებლობა სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით, გამოიწვევს 1 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას", - განაცხადა გოჩა ხარშილაძემ.
მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გაწვევის 18 თვით გადავადება და ამ შემთხვევაში, მსურველს 2 ათასი ლარის ოდენობის მოსაკრებლის გადახდა მოუწევს.