დღეს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის გუნდს სოჭში დაუპირისპირდება.
შეხვედრა ევროპის ერთა თასის ეგიდით იმართება. ბორჯღალოსნებს ორ ჩატარებულ მატჩში, რუმინეთის მსგავსად, რვა ქულა აქვთ და მათთან პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.
სამწუხაროდ, მატჩს ტელევიზიით არ გადასცემენ, თუმცა როგორც რუსეთის რაგბის ფედერაციის ვებსაიტზე იტყობინებიან, შეხვედრის დასაწყისისთვის გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ტრანსლაცია.
გთავაზობთ ბმულს: http://www.rugby.ru/?p=3092