იუსტიციის მინისტრი

საია: თუ წულუკიანი იურისტი არაა, უნდა დადგეს მისი გათავისუფლების საკითხი

ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მას არ აქვს მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება.

საია-ს თავმჯდომარე ჯერ-ჯერობით არ აკეთებს კომენტარს იმის თაობაზე, უნდა იქნას თუ არა ასეთ შემთხვევაში ბათილად ცნობილი წულუკიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ან იმოქმედებს თუ არა ეს მის მიერ დანიშნული პროკურორების უფლებამოსილებაზე.

„ველოდებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებას. თეორიულად ამ ეტაპზე ჩვენ ვამბობთ: თუ დადასტურდა, რომ ის იურისტი არ არის, უნდა დაგეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი. რაც შეეხება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების ბათილობას, ჯერ ეგ საკითხი ჩვენ არ შეგვისწავლია და ამიტომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საკითხი შესწავლის პროცესშია ჩვენს მიერ და შემდეგ გავაკეთებთ ამ თემაზე განცხადებას.“ - ამბობს ტაბულასთან საუბარში კახა კოჟორიძე

 

კომენტარები