საია

ინციდენტის ადგილთან მდებარე ობიექტის მფლობელი ამტკიცებს, რომ ვიდეოთვალის ჩანაწერი წაშლილია

ბათუმში, დღეს მომხდარი ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ობიექტის მფლობელი, საბირ ნურუევი ამტკიცებს, რომ ვიდეოკონტროლის კამერის ჩანაწერი წაშლილია. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება.

ბათუმის სახლი იმ ტერიტორიის პირდაპირ მდებარეობს, სადაც აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერი თელიასა და საია-ს თანამშრომლებს შორის ინციდენტი მოხდა.

როგორც ობიექტ ბათუმის სახლის მფლობელი, საბირ ნურუევი აცხადებს, მასთან სამოქალაქო ფორმაში გადაცმული რამდენიმე პირი მივიდა თხოვნით, რომ ეჩვენებინათ ვიდეოკონტროლის კამერის ჩანაწერი. როგორც ნურუევი ამბობს, მათ ამ პიროვნებებს აღნიშნული ვიდეოჩანაწერი აჩვენეს. მისივე თქმით, მათი წასვლის შემდეგ შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი წაშლილი იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს, 28 მარტს, ბა­თუმ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და აჭა­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს, ვა­ლე­რი თე­ლი­ას შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე შსს-მ ში­და მოკ­ვლე­ვა და­იწ­ყო.

კომენტარები