ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი თელავში გაიმართება

primetimenews.ge

დღეს, თელავში, ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის მორიგი ტური გაიმართება. პრაიმერიში მონაწილეების რეგისტრაცია 14:00 საათიდან დაიწყება.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ადამიანის უფლებებსა და მართლწესრიგზე იდებატებენ.  

დღემდე, ნაციონალურმა მოძრაობამ ორი პრაიმერი გამართა,  ქუთაისსა და გორში. ორივე მათგანში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.

პრაიმერიში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, შოთა მალაშხია და ზურა ჯაფარიძე იღებენ. 

ნაციონალური მოძრაობის შემდეგი კონფერენცია 20 ივლისს ზუგდიდში ჩატარდება, სადაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თემაზე იმსჯელებენ, ხოლო 21 ივლისს, ბათუმში გაიმართება კონფერენცია, სადაც განსახილველი თემები - განათლება, მეცნიერება და კულტურა იქნება. 

პრაიმერის ფარგლებში მეექვსე და ბოლო კონფერენციას ნაციონალური მოძრაობა თბილისში 28 ივლისს ჩაატარებს.

 

კომენტარები