შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა. გაირკვა გორის დილასა და დინამო თბილისის მეტოქეების ვინაობა.
გიორგი დევდარიანის გუნდი პლეი-ოფში ვენის რაპიდს შეხვდება, ხოლო უჰრინის ფეხბურთელები პრემიერლიგის მეხუთეადგილოსან ტოტენჰემ ჰოტსპურის წინააღმდეგ ითამაშებენ.
მატჩები 23 და 29 აგვისტოს გაიმართება.