რუსული ვერტმფრენი დვანში

სოფელ დვანის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია

ინტერპრესნიუსის ცნობით, სოფელ დვანის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. როგორც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი სოფელ დვანიდან იუწყება, ვერტმფრენი რამდენი წუთის წინ გამოჩნდა, შემდეგ კი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა. 
ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დვანის განაპირას, სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა, სადემარკაციო ზოლთან უკვე მიტანილია საფორტიფიკაციო ნაგებობებისთვის საჭირო მასალები. რუსი სამხედროები სოფელში არსებულ ვითარებას თვალს გორაკზე დისლოცირებული საგუშაგოდან ადევნებენ.

კომენტარები