ოკუპირებული ტერიტორიები

მარგველაშვილი: დიცსა და დვანში ჩასვლას პიარისთვის არ ვაპირებ

გიორგი მარგველაშვილი

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის თქმით, დიცი და დვანი მტკივნეული თემაა, თუმცა, ის სოფლებში პიარისთვის ჩასვლას არ აპირებს. მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული საკითხის მიმართ მოსალოდნელი პროვოკაციების საშიშროებაცაა.

"დიცსა და დვანში არსებული ვითარება უაღრესად ფაქიზია. მე ვხედავ საშიშროებას პროვოკაციისა, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. თუ გადავწყვეტ წასვლას, ამას ავწონ-დავწონი არა მხოლოდ ემოციით, არამედ იმ ვითარებით, რაც იქ არის, ხომ არ არის საშიშროება პროვოკაციისა და ხომ არ შეიძლება სირთულე მოჰყვეს, როგორც იქაური მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად სამშობლოსთვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

მარგველაშვილს არ დაუკონკრეტებია, პროვოკაცია ვისი მხრიდანაა მოსალოდნელი.

 

კომენტარები