საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს ლევან ყიფიანი შეხვდა

msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ლევან ყიფიანი საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებს შეხვდა.

ლიუბლიანაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური ჩათვლის ფინალში საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით - 4:1 დაამარცხეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ქართველებმა წარმატებას ინდივიდუალურადაც მიაღწიეს. ბექა ღვინიაშვილი ოქროს, ხოლო ლევან მატიაშვილი და ლერი ჭელიძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლენ.

 

კომენტარები