პატიმართა შიმშილობა

სასჯელაღსრულების სამინისტრო: მოშიმშილე პატიმართა რაოდენობამ იკლო

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოშიმშილეთა რაოდენობამ იკლო. სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, 128 მსჯავრდებული და ბრალდებული შიმშილობს, მათი ერთი ნაწილის მოთხოვნა ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და 223-ე პრიმა მუხლის გაუქმებაა, მსჯავრდებულთა მეორე ნაწილი კი საქმეების გადახედვას ინდივიდუალურად მოითხოვს.

სამინისტროს ინფორმაციით, 128 მსჯავრდებულიდან გარკვეული ნაწილი პრეტენზიას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ შეკრებითობის წესის გაუქმება ყველა მსჯავრდებულზე თანაბრად არ აისახა. 2013 წლის 17 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის შემთხვევაში შეკრებითობის ან შთანთქმის პრინციპის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

„ყველა მოშიმშილე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება და თითეულ მათგანს სამედიცინო პერსონალისგან სათანადო ყურადღება ექცევა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აღნიშნულ მსჯავრდებულებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, შეწყვიტონ შიმშილობა და დაელოდნონ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებას",- წერია განცხადებაში.

კომენტარები