პროტესტი უკრაინაში

ლინას ლინკევიჩიუსი: უკრაინის მთავრობა ევროპული გზის საწინააღმდეგოდ მიდის

delfi.lt

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

”კიევში დღევანდელმა მოვლენებმა კარგად აჩვენა, რომ უკრაინის მთავრობა ევროპული გზის საწინააღმდეგოდ მიდის. გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და უკრაინის მთავრობა ამ უფლებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს”, - წერს ლინკევიჩიუსი.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციის მოქმედება არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეების უფლებების უპატივცემულობაა, არამედ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა პრობლემის ცივილურ გადაჭრაზე, დიალოგზეც არაა თანახმა.

”მთავრობა ასევე უგულებელყოფს ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლების რჩევას, სიტუაცია მეტად არ გაამწვავოს. მე კიდევ ერთხელ ვუმეორებ უკრაინის მთავრობას - შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები და პროვოკაციები. გამოიძიოს ყველა საქმე და დამნაშავეები დასაჯოს”, - წერს ლინკევიჩიუსი

ლინკევიჩიუსის თქმით, უკრაინელი ხალხის სურვილი ახდება და უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

 

კომენტარები