ოთარ ფარცხალაძის საქმე

ფარცხალაძე: პოლიციელს ხელი გავარტყი, კავკასიელი კაცის ხასიათი ხომ იცით

რაც შეეხება ნასამართლობას, მართალია, იყო, მაგრამ არა ის, რასაც ისინი აცხადებენ - ქურდობა და ყაჩაღობა, მსგავსი არაფერი ყოფილა. წლების წინ, გერმანიაში, გაუგებრობა მოხდა გერმანელ სამართალდამცავებთან, ეს იყო 2000 წელი, მაშინ 24 წლის ვიყავი. მე იქ შემთხვევით აღმოვჩნდი, რა დროსაც შეურაცხყოფა მომაყენა პოლიციელმა, მე კი ხელი გავარტყი, კავკასიელი კაცის ხასიათი ხომ იცით. ის აღმოჩნდა კრიმინალური პოლიციის ინსპექტორი და ეს არ მაპატიეს. შეიარაღებულ ყაჩაღობაზე 15-წლიანი ციხეა, მსგავს რამეს კი ადგილი არ ჰქონია, გამამართლეს და გამომიშვეს. დეპორტიც კი არ მქონია ამის გამო, ის პასპორტი დღემდე შენახული მაქვს. ჩემი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ პრაიმტაიმთან ინტერვიუში თავის ნასამართლობასთან დაკავშირებით.

კომენტარები