ივანიშვილი ღარიბაშვილზე

ივანიშვილი: ირაკლიმ მეც კი გამაოცა თავისი ნიჭიერებით – სიღრმეებში ჩადის უკვე

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапов / Forbes

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი ნიჭიერებით გააოცა. აღნიშნულზე მან გადაცემაში შეხვედრები მწერალთა სახლში ისაუბრა.

"ირაკლიმ მეც კი გამაოცა თავისი ნიჭიერებით – სიღრმეებში ჩადის უკვე, არ დამკითხვია მე, თავისით მიადგა ამ პროცესებს და თავისით დაიწყო ჩაღრმავება. მე როგორც ვიცი ბევრ მინისტრს ეს არ მოეწონა – ჭორები მომდის კანცელარიიდან, რომ ზოგს არასწორი რეაქცია ჰქონდა. სწორი გზით მიდის, დროც აქვს, ჩემზე მეტი ენერგიაც აქვს, დღე და ღამე მუშაობს - დეპარტამენტების დონეზე უნდა კონტროლი და ეს სწორია. თუ კარგად ასრულებს ფუნქციას, მაინც უნდა ვაგინო?" - ასე გამოეხმაურა ივანიშვილი მისადმი შეფასებას, რომ ის ხელისუფლების კრიტიკით არ გამოირჩევა.

"ვერ დავეთანხმები იმას, რასაც მიკიჟინებენ – არ აკრიტიკებსო. მარტო კრიტიკა არ შეიძლება, გაგიჟდებიან ეს მინისტრები. შეიძლება ერთი-ორზე კითხვები ჩანდეს, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა წესიერი ხალხია, თუმცა, რა თქმა უნდა, წესიერება არ არის ყველაფრის ნიმუში და ის პროფესიონალი, ძლიერი უნდა იყოს და საქმის გაკეთება უნდა შეეძლოს. შერჩევა როგორიც მოხდა, შეიძლება საუკეთესო არა, მაგრამ ოპტიმალურია. მე არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, ეს მეორე უკიდურესობამდე მიგვიყვანს - ჩვენ თუ მხოლოდ ვლანძღეთ, იქ წესიერი კაცი წასვლას აღარ მოისურვებს. ჩვენ კონტროლის სხვა მექანიზმი უნდა მოვიფიქროთ – არ უნდა მოვაპარინოთ, არ უნდა ვაპატიოთ სიცრუე", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები