უკრაინის კრიზისი

სევასტოპოლში პროუკრაინულ მიტინგს თავს დაესხნენ

Reuters

სევასტოპოლში მშვიდობიან აქციაზე შეკრებილი პროუკრაინელ აქტივისტებს სცემეს. BBC-ის ცნობით, უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიტინგს თავს „კაზაკთა" ჯგუფი დაესხა და მის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზიანებულია რამდენიმე მანქანაც.

მანამდე სიმფეროპოლის სადგურში ევრომაიდნის აქტივისტი ანდრეი შჩეკუნი დააკავეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, პოლიციის განყოფილებიდან იგი გაურკვეველი მომართულებით ე.წ. „რუსული ერთობის" წევრებმა წაიყვანეს.

კომენტარები