შალვა თათუხაშვილის საქმე

ნანუაშვილი: თათუხაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს

radiotavisupleba.ge/

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია იმედის ეთერში, თოქშოუში რეაქცია დააფიქსირა.

მან აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაისვა არაერთი კითხვა და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მაგალითად, თუ რა ხდებოდა 25 თებერვლიდან 18 მარტამდე დროის შუალედში და რატომ ვერ უზრუნველყო პროკურატურამ ამ ადამიანის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვა.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ გამოძიების დამთავრებამდე საქმესთან დაკავშირებით შეფასებების გამოთქმისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

იმ შემთხვევაში თუ წინასწარი გამოძიების შემდეგ კვლავ დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები, შესაძლოა ჩატარდეს განმეორებითი ექსპერტიზა და თუ მაინც ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა, აუცილებელი იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. 

ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე გამოითხოვა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი პროკურატურისგან და დაიწყო თათუხაშვილის საქმის შესწავლა. 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქმესთან ასოცირებული ყველა დოკუმენტი, თათუხაშვილის პროკურატურაში ყოფნის კადრების ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

ნანუაშვილი მოუწოდებს ყველას დაივიწყონ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და ძალები მიმართონ ეფექტიანი გამოძიების წარმოებისკენ.

კომენტარები