საფრანგეთი

ფრანგმა მცხობელებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 143.5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს

Stephanie Lecocq/REUTERS

საფრანგეთის ქალაქ სურესნში, პარიზის მახლობლად, ფრანგმა მცხობლებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 143.5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს და ამით რეკორდი დაამყარეს. ყველაზე გრძელი ბაგეტის წინა რეკორდი იტალიელ მცხობლებს ეკუთვნოდათ

როგორც ცნობილია, ბაგეტის გამოცხობას დაახლოებით 10 საათი დასჭირდა. ღონისძიების დასასრულს, რეკორდული სიგრძის ბაგეტი უსახლკაროებს დაურიგდათ. 

მცხობლების გუნდი, რომელმაც 143.5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხო, 18 წევრისგან შედგებოდა. გუნდმა ყველაზე გრძელი ბაგეტის წინა რეკორდი 10 მეტრით გააუმჯობესა. რეკორდული ბაგეტი მცხობლების და კონდიტრების ფრანგული კონფედერაციის დღეს გამოაცხვეს. მცხობელების თქმით ბაგეტის ცომი 152 კილოგრამს იწონიდა. 

კომენტარები