დოპინგსკანდალი

ტაისონ გეი დოპინგის მიღებისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

bbc.co.uk

100 და 200 მეტრ გარბენზე ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი ტაისონ გეი, შეჯიბრებებში მონაწილეობას ერთი წლის განმავლობაში ვეღარ მიიღებს.

აკრძალულ ნივთიერებებზე ტესტირებისას, მორბენალის სისხლში ანაბოლური სტეროიდი აღმოაჩინეს. 31 წლის გეიმ, ასევე დააბრუნა ვერცხლის მედალი, რომელიც 2 წლის წინ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.

სასჯელი შეიძლებოდა ყოფილიყო ორმაგი, მაგრამ აშშ-ს ანტი დოპინგურმა სააგენტომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ გეიმ მათთან ითანამშრომლა, და სპორტსმენს მხოლოდ ერთი წლით დისკვალიფიკაცია აკმარა.

"ვაფასებთ, რომ ტაისონმა მაშინვე გამოიტანა შეჯიბრებაში მონაწილეობის განაცხადი, როდესაც ვაცნობეთ ტესტირების შედეგები. მან აბსოლუტურად ბოლომდე გააანალიზა პასუხისმგებლობა და ითანამშრომლა ჩვენთან," - განაცხადა აშშ-ს ანტი დოპინგური სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ტრევის ტაიგარტმა.

"არ მაქვს ტიპიური "საბოტაჟის" ისტორია... უბრალოდ, ვენდე ერთ ადამიანს, რომელმაც მიღალატა. იმედი მაქვს, რომ კვლავ გავირბენ, მაგრამ ყველა სასჯელს მივიღებ როგორც მამაკაცს შეეფერება," - განაცხადა ტაისონ გეიმ.

აღსანიშნავია, რომ გეის შესაძლებლობა აქვს ვარჯიში შემდეგ თვეში განაახლოს და მომავალ ოლიმპიურ თამაშებსა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზოს.

კომენტარები