NDI-ის კვლევა

NDI: ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება ყველაზე მნიშვნელოვნად 60%-ს მიაჩნია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში აქვეყნებს.

მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება ყველაზე მნიშვნელოვნად 60%-ს მიაჩნია, სოფლის მეურნეობის რეფორმა 43%-ს, ხოლო განათლების რეფორმა - 40%-ს, შრომის კოდექსის რეფორმა - 33%-ს, სასამართლო რეფორმა - 24%-ს, საარჩევნო - 8%, ხოლო მედიის რეფორმა 4%-ს.

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

NDI პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

კომენტარები