საჩხერის რაიონიდან კიდევ შვიდი ადამიანი გაიტაცეს.
ადგილობრივები ე.წ მესაზღვრეებმა კვლავ ჯონჯოლის კრეფის დროს დააკავეს.
ამ დროისთვის, ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 20-მდე მოქალაქე იმყოფება.
ადგილობრივების განცხადებით, მათ სავარაუდოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.