ნილს მუიჟნიეკსის ანგარიში

მუიჟნიეკსი: ოპონენტების ბრალდებებში არსებული ხარვეზები შეშფოთებას იწვევს

ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ პროცესებში არსებული ბრალდებების ხარვეზები შეშფოთების საფუძველს იძლევა.

”რაც შეეხება ბრალდებებს მოჭარბებულ კრიმინალურ გამოძიებებსა და სამართლებრივ დევნაზე ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, ევროკომისარი ხაზს უსვამს, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს საკმარისად სტაბილური, რომ არჩევნების შედეგად ძალაუფლების ცვლილებას გაუძლოს.

პოლიტიკური ოპონენტების სასამართლო პროცესებში არსებული ბრალდებების ხარვეზები შეშფოთების საფუძველს იძლევა. საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემა უნდა გადაჭრას სამართლიანი სასამართლოს გარანტიების პრინციპის დაცვით, რაც ასევე მოიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას ყველასთვის”, - წერია განცხადებაში. 

კომისარი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გაატაროს გრძელვადიანი რეფორმები შეიარაღებული ძალებში თანასწორობის გასაძლიერებლად, თავდაცვის როლის გაძლიერებით და პროკურორების პროფესიული განვითარების გზით, რომლებიც სასამართლო სისტემის ძირითადი ფიგურები არიან.

რაც შეეხება 2012 წლის ოქტომბერში ძალაუფლების გადაბარების შემდეგ არსებულ უამრავ შენიშვნას, ევროკომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას შეაფასოს და პრიორიტეტი მიანიჭოს ადამიანის უფლებათა შელახვის სერიოზულ შემთხვევებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ეხება წამებას და აკრძალულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.

ამავე დროს, ევროკომისარი მიესალმება წინგადადგმულ ნაბიჯებს 2012 წელს ციხეებში არსებული სკანდალის შემდეგ პატიმრების მოპყრობასთან დაკავშირებით.

ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში 2014 წლის 20-25 იანვარს იმყოფებოდა. 

კომენტარები