პრემიერი: არსად არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას

https://www.facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, დღეს გურიას სტუმრობს. პრემიერმა ნატანები-შრომა-ურეკის  საავტომობილო გზის მშენებლობა დაათვალიერა, მაცხოვრის საკათედრო ტაძარს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას  შეხვდა. 

ოზურგეთში სტუმრობისას, პრემიერმა მოსახლეობას მერობის და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა. ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებლებობის კანდიდატები ოზურგეთსა და ლანჩხუთში, შესაბამისად, მერაბ ჭანუყვაძე და ზაზა ურუშაძე არიან. 

კანდიდატების წარდგენისას პრემიერმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება"  ღირსეულად გაიმარჯვებს და არ დაუშვებს არცერთ ქალაქსა თუ რეგიონში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას.   

“არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები