ISFED-მა საოლქო საარჩევნო კომისიებში 2 საჩივარი წარადგინა

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, გუშინ, რიგ საარჩევნო უბნებზე ჩატარებულმა განმეორებითმა კენჭისყრამ მშვიდად და ორგანიზებულად. ჩაიარა. Isfed-ის დამკვირვებლების ინფორმაციით, ხმის მიცემისა და უბნის დახურვის დროს, მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა მცირე ტექნიკური ხასიათის ხარვეზები დააფიქსირეს, რომელზეც, მათი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. 

"12 საათიდან 20 საათამდე პერიოდში სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 2 ფაქტი დააფიქსირეს ქობულეთის #34 და ახალქალაქის #1 საარჩევნო უბნებზე. კერძოდ, საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ კოალიცია ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის წარმომადგენლები შესაბამისი აკრედიტაციების გარეშე. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში 2 საჩივარი წარადგინა, 3 შენიშვნა გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში", - აცხადებს სამართლიანი არჩევნები.

განმეორებითი არჩევნები გუშინ 9 ოლქის 14 უბანზე ჩატარდა, სადაც 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაუქმდა აღმოჩენილი დარღვევების გამო.

კომენტარები