ქართული სიტყვა „მკვლელობა" ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლის მოსწრაფებას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი ჩადის თავის თავზე თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. შესაბამისად თვითმკვლელობაც მკვლელობაა და სხვა ფორმის მკვლელობებიც მკვლელობაა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ მე იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია... მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არ მქონია რამე დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც თქვენ გაქვთ
tbl.ge/m9m
დაკოპირდა
ასე უპასუხა პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ უწოდა მან ეროსი კიწმარიშვილის შემთხვევას მკვლელობა.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: სადაც კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ობიექტურობაზე ლაპარაკი
- პრეზიდენტი: მუდმივად FBI-ის ექსპერტების მოწვევა პრინციპულად არასწორია
- პრეზიდენტი: მაქვს განცდა, რომ შესაძლებელია ყოფილიყო სიცოცხლის მოსწრაფება
- ზურა კიწმარიშვილი: იარაღზე ანაბეჭდის მხოლოდ ფრაგმენტებია
- ადვოკატი: თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმის აღძრა მანკიერი პრაქტიკაა