მას შემდეგ რაც რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია, რაც მე ქვეყნის გარეთ მომიხდა წასვლა, რუსთავი 2 რჩება მთავარი სამიზე რუსი ოლიგარქის და ასევე იმ ხალხის, ვისგანაც ის იღებს ინსტრუქტაჟს და რჩევებს. ის, რომ ტელევიზია მისი სამიზნეა, ეს ჩემთვის ნათქვამი აქვს რამდენჯერმე, მათ შორის არჩევნების შემდეგ. პირდაპირ თვალებში ყურებით და რამდენჯერმე აქვს დაბეჯითებით ნათქვამი, რომ ის ამ ტელევიზიას წაიღებს. მე არ ვჭორაობ, ეს არის ის, რაც მან თქვა არაერთხელ. ის, რომ ეროსი კიწმარიშვილი ამ პროცესს არ ეთანხმებოდა და ის, რომ რეალურად იყო რუსთავი 2-ის შემქმნელი კოლექტივთან ერთად, ეროსი ამაზე ძალიან აქტიურად საუბრობდა. ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლის პირობებში რუსთავი 2-ის წაღება საკმაოდ გართულდებოდა, შეუძლებელი არ იქნებოდა, მაგრამ გართულდებოდა. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ის ვიღაცამ მოიშორა
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი