კარლ ბილდტი საქართველოზე

ვოლსკი: კარლ ბილდტი არ არის მართალი ჩვენთან მიმართებაში

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით, თვლის, რომ ბილდტი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მართალი არ არის.

"ჩვენ უფრო გვიკვირს ასეთი განცხადებები, ალბათ იმიტომ, რომ ახალი ფეხადგმული დემოკრატია ვართ. ასეთი მიმოწერა, ასეთი პრეტენზიების გამოთქმა ევროპული ქვეყნების მიერ ერთმანეთის მიმართ ნორმალური მოვლენაა, მაგრამ ვფიქრობ, კარლ ბილდტი არ არის მართალი ჩვენთან მიმართებაში, ჩვენს საზოგადოებასთან მიმართებაში, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კეთილი სურვილები აქვს საქართველოს მიმართ, მაგრამ თავისებურად ხედავს გარკვეულ პროცესებს", - ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ტვიტერზე დაწერა: "საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს". 

კომენტარები