ავიაკატასტროფა

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი დაიღუპა

ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი ედუარდ კამპოსი
Fernando Bizerra / EPA

ბრაზილიაში ავიაკატასტროფაში ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი დაიღუპა. თვითმფრინავი, რომელშიც ედუარდ კამპოსი და კიდევ ექვსი ადამიანი - მისი საარჩევნო შტაბის წევრები იმყოფებოდნენ, ქალაქ სანტუსის საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. თვითმფრინავში მყოფთაგან ყველა დაიღუპა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად კიდევ ათი ადამიანი დაშავდა.

ავიაკატასტროფის შესაძლო მიზეზად ცუდ ამინდს ასახელებენ. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. 

კომენტარები