ISIS

მძევლების თავის მოკვეთის ვიდეოში მონაწილე ჯიჰადისტი იდენტიფიცირებულია

ამერიკის ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ჯეიმს კომის განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს მეომარი, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტების თავის მოკვეთის ვიდეოში მონაწილეობს, იდენტიფიცირებულია. თუმცა მისი ვინაობა და ეროვნება არ საჯაროვდება.

ჯიჰადისტი, რომელიც "ჯიჰადი ჯონის" სახელითაა ცნობილი, სირიაში ISIS-ის ბრიტანელ მეომრებსა და მძევლებს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მის აქცენტზე დაყრდნობით ვარაუდობდნენ, რომ ჯიჰადისტი გაერთიანებული სამეფოდან, კერძოდ კი, ლონდონიდან იყო.

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ორ ამერიკელ ჟურნალისტის ჯეიმს ფოლისა და სტივენ სოტლოფის თავის მოკვეთის ამსახველი კადრები  ქსელში გაავრცელეს. ერაყელი ჯიჰადისტები საკუთარ თავს "ხალიფატის რაინდებს" უწოდებენ.

კომენტარები