საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანაში არსებული კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 176 მილიონი ლარით შემცირდა, რაც მთლიანად ქართული საბანკო სექტორის აქტივების 0,9%-ით შემცირებას ნიშნავს.
ოქტომბრის თვე საბანკო სექტორმა 55,9 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.
ხუთი უმსხვილესი ბანკის აქტივები ქართული საბანკო სექტორის 75,5%-ს შეადგენს. ქართულ ბაზარზე სულ 21 კომერციული ბანკია წარმოდგენილი.
კომერციული ბანკების სრული აქტივები ნოემბერში 18,9 მილიარდ ლარს შეადგენს.