მაღალჩინოსნების გადადგომა

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის სახელწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) უფროსმა ვალერიან მამაცაშვილმა თანამდებობა დატოვა.

შს სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში თანამდებობა არაერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი 11 დეკემბერს გადადგა. თანამდებობა დატოვეს ზვიად ჯანყარაშვილმა და გურიის გუბერნატორმა. ასევე, სუს-ის უფროსმა მალხაზ ჩიკვილაძემ.

კომენტარები