ოკუპირებული აფხაზეთი

გალში რუსი მესაზღვრე და აფხაზი მილიციელი დაიღუპნენ

metro.us

ხუთი ადამიანი დაიღუპა გალის რაიონის სოფელ რეფში ორმხრივი სროლის შედეგად. 

სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფხაზმა ძალოვნებმა რუს მესაზღვრეებთან ერთად სპეცოპერაცია ჩაატარეს სოფელ ჭუბურხინჯიდან ადამიანის გამტაცებელთა წინააღმდეგ. სროლის შედეგად აფხაზური შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და რუსი მესაზღვრე დაიღუპნენ.

ადგილზე დაიღუპა ასევე კრიმინალური დაჯგუფების სამი სავარაუდო  წევრიც.

კომენტარები