ივანიშვილის ინტერვიუ ქრონიკაში

ივანიშვილი: ჩემს სიტყვას ცოტა მეტი ძალა აქვს, მეტი ანგარიშის გაწევა უწევთ

ბიძინა ივანიშვილი

ალასანია და მარგველაშვილი ვერ აცნობიერებენ, რომ ჩემს სიტყვას ცოტა მეტი ძალა აქვს - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში, გადაცემაში ქრონიკა განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, მას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია მთავრობა მართოს.

„ისინი კარგად მიცნობენ, ალასანია და მარგველაშვილი ვერ გაიხსენებენ ვერცერთ შემთხვევას რომ მე მათ რაიმე ვაიძულე. რაიმე თუ ბერკეტი არ გამაჩნია, და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით მას საზოგადოებისგან ზედმეტი ნდობა აქვს და მისი სიტყვა უფრო ძვირად ფასობს.

„ის რომ მე საზოგადოების ჭარბი ან ზედმეტი ნდობა მაქვს, რა ტერმინიც გინდა ვიხმაროთ. ეს ჩემით მაქვს მოპოვებული, ეს არც ალასანიას და მარგველაშვილს ჩემთვის არ უჩუქნია. ჩემი მოღვაწეობით ჩემი შრომით მივაღწიე იმას, რომ საზოგადოების ზედმენტი ნდობა დავიმსახურე და წამოსვლას ამით ვამართლებდი, რომ ამ ნდობის გადანაწილება უნდა მოხდეს ისევ საზოგადოებაზე და მთელი საზოგადოების ნაწილი და წევრი უნდა გავხდე.

მარგველაშვილს და ალასანიას აბნევს ის, რომ ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და ვერ გაუგიათ ის რაც მე მაქვს საზოგადოებისგან - საზოგადოების ზედმეტი ნდობა. ჩემს სიტყვას ცოტა მეტი ფასი აქვს, ვიდრე ვთქვათ ექსპერტებად წოდებული ხალხისას. ექსპერტებად წოდებულს ვამბობ რადგან, ისინი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ საკუთარ ანალიზში. ისინი ვერ აცნობიერებენ ერთ რამეს, რომ ჩემს სიტყვას ცოტა მეტი ძალა აქვს. მეტი ანგარიშის გაწევა უწევთ. რომც არ ვთქვა, მაინც ანგარიშს უწევენ, რადგან იციან ჩემი პოზიცია“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადებით ის უბრალოდ რჩევებს იძლევა და თუ რაიმე არ მოსწონს მთავრობის საქმიანობაში აუცილებლად ამბობს.

„მე ვინ ამიკრძალა, რომ ვინმეს რჩევა მივცე საჯაროდ ან ტელეფონით, თუ ვინმე დამირეკავს. ისინი ვერ აცნობიერებენ ამას და გონიათ, რომ ვმართავ. მე მაქვს საზოგადოების ჭარბი ნდობა და ამიტომ ძალიან მიფრთხილდებიან. იცოდა ალასანიამ, რომ თუ რამეს ვნახავდი რაც არ მომეწონებოდა ამაზე ხმას ამოვიღებდი. სწორედ ამას გრძნობდა ალასანია, გრძნობს მარგველაშვილი და სხვა მთავრობის წევრები, რამეთუ იციან მათ რომ მე თვალს არ დავხუჭავ ბევრ რამეზე და ხმას ამოვიღებ. შესაბამისად ძალიან ბევრს ითვალისწინებენ და რასაც ვერ ითვალისწინებენ მე ვცდილობ მასზე რეაქცია გავაკეთო“ - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები