ივანიშვილის ინტერვიუ ქრონიკაში

ბოკერია: ივანიშვილს ყველა აწუხებს, ვინც მთავრობის მუშაობაზე აზრს გამოთქვამს

ივანიშვილის თუ მოუსმენთ, იმდენ სისულელეს იძახის, ზოგჯერ გვავიწყდება და ამით „გვამარცხებს“, რომ ყველა სისულელეს ვეღარ მივდევთ ხოლმე. ამ კაცმა საუბრის დასაწყისში [ინტერვიუ იმედის ეთერში] თქვა, მე საერთოდ რა შუაში ვარო, მაგრამ საუბარში როდესაც ერთვება, „გულწრფელი“ ხდება და იქ უკვე თქვა, რომ აკონტროლებს მთავრობას. მე არანაირ შეთქმულების თეორიას არ „ვაწვები“, თვითონ ამბობს ეს კაცი, ამიტომ ყველამ ვიცით, რომ ის მართავს ქვეყანას იმ გუნდით, რომელიც მან მოიყვანა და ქვეყანა შეიყვანა ჩიხში, მათ შორის - ეკონომიკურში. ჩვენ მოქალაქეებს აბრალებს, რომ უჭირთ. ახლა კიდევ იძახის, რომ მერე რა, რომ ერთმა კაცმა მეორე არასამთავრობოზე რაღაცა თქვაო. ეს არის, რა თქმა უნდა, ცინიზმი და სისულელე. ამ კაცს აწუხებს ყველა, ვინც რაიმე ფორმით მოქმედებს ან აქტიურია საზოგადოებაში და ხაზს უსვამს იმას, რასაც აკეთებს ან აკეთებს მისი მთავრობა.

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

კომენტარები