რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ოდესა დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

Pravda.ua

რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამ ეტაპზე დაღუპულია 4 და დაჭრილია 28 ადამიანი.

იერიშის შედეგად ოდესის იურიდიული აკადემიის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. 

"დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი (16 და 5 წლის) და ერთი ორსული ქალი. ოთხი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა". – ამბობს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

კომენტარები