თავდასხმა

გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარ სადარბაზოში ესროლეს

metro.us

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დაუზუსტებელი ცნობით, ხარძიანს ჯერჯერობით უცნობმა პირმა თავის არეში მიაყენა ჭრილობა.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ტაბულა ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

კომენტარები