საგამოძიებო სამსახური

ბანკომატებიდან თანხების მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე ვიტალი ბორტა დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, 2015 წლის 31 მარტსა და 1-ლ აპრილს, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. სკიმერი და მოქალაქეების მიერ ბანკომატით სარგებლობისთვის გამოყენებული პაროლის დასაფიქსირებელი ვიდეო-აუდიო სათვალთვალო მოწყობილობა.

"მათი საშუალებით კი, შემდგომში თანხების მითვისების მიზნით, უკანონოდ მოიპოვა საბანკო პლასტიკური ბარათების ელექტრომაგნიტურ ზოლზე დატანილი პერსონალური მონაცემები, უნიკალური კოდი და ბარათის სარგებლობისათვის საჭირო პაროლი", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილით და 285-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები