ოკუპირებული აფხაზეთი

ხაჯიმბა: აფხაზეთი სხვა სახელმწიფოების შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს

rferl.org

აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სხვა სახელმწიფოების შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს. ამის შესახებ, რუსული სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ, ათასობით ჩვენი ახალგაზრდა იმისთვის არ დაღუპულა, რომ ახლა ერთბაშად ჩვენმა სახელმწიფომ შეწყვიტოს არსებობა“, - თქვა ხაჯიმბამ მოსკოვში აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრაზე. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა რუსეთს და იმ ქვეყნებს, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. 

კომენტარები