დავით შავლიაშვილი

დავით შავლიაშვილმა გადადგომის თხოვნით პრემიერმინისტრს მიმართა

ტაბულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს დღეს მიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ დავით შავლიაშვილი მისმა მოადგილემ ნოდარ ჯავახიშვილმა რამდენჯერმე გააკრიტიკა და წარუმატებელ მინისტრად მოიხსენია.

კომენტარები