ანტიკორუფციული კომისია

ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის წევრებს კვერცხები დაუშინეს

რუსთავი 2

ქართული ოცნების აქტივისტებმა გურჯაანში ანტიკორუფციული კომისიის წევრებს კვერცხები დაუშინეს. ინციდენტი გამგეობის შენობაში მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაზეთები მიიტანეს, რომლებშიც, მათი თქმით, გამგეობაში ნეპოტიზმის ფაქტებია ასახული. ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა ნეპოტიზმსა და კორუფციაში ერთმანეთი დაადანაშულეს.

"ჩემ წინააღმდეგ ბრალდებებს რაც შეეხება, საერთოდ არ ვაპირებ, რომ ამას ავყვე. ჩემი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია, ჩემ გარდა. მეტს არაფერს არ ვიტყვი. თქვენ ნახეთ, თუ როგორ ველურად იქცევიან. აქ იყო პოლიციის უფროსი, არიან სხვადასხვა სამსახურის უფროსები. ჩვენ მოვედით ფრაქციის ოთახებში. გვაქვს უფლება, რომ ვიმყოფებოდეთ ადმინისტრაციულ შენობაში და ის, რაც ხდება, ეს არის პრემიერმინისტრის უტიფარი განცხადების შედეგი, რომ თურმე ძალადობა კარგია და არის წახალისებული. ამ ყველაფერზე პრემიერმინისტრს ეკისრება ვალდებულება. ის კახეთს მიიჩნევს საკუთარ საფაშოდ, მაგრამ ასე არ არის", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შენობა უკვე დატოვეს. ისინი დღეს ქართული ოცნების აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციაში განცხადებას შეიტანენ. ენმ-ის წევრებმა ანტოკორუფციული კომისია რამდენიმე დღის წინ შექმნეს. მისი მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებში კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტების გამოვლენაა.  

კომენტარები