2030

ირაკლი ღარიბაშვილი: სოფლის მეურნეობის სექტორში დაიხარჯა 1 მილიარდ ლარამდე

მთავრობაში მოსვლის პირველივე დღიდან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პირველსავე წელს ჩვენ დავიწყეთ იაფი აგროკრედიტის პროგრამის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც 135 ახალი საწარმოა შექმნილი, რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილია შექმნილი ამ საწარმოების ფარგლებში. გარდა ამისა, 600 საწარმოა გადაიარაღებული, ჯამში კი სოფლის მეურნეობის სექტორში დაიხარჯა 1 მილიარდ ლარამდე. ეს არის ის დანაპირები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მიერ იყო გაცემული არჩევნებამდე და ჩვენ გვაქვს რეალური შედეგი.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ჯი დი ესის გადაცემა 2030-ის ეთერში.

კომენტარები