დიდუბეში რკინიგზის ლიანდაგებთან დღეს გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შუა ხნის მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.