ტელეკომპანია იმედის ეთერში სექტემბრიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები აღარ გავა. სპეციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ ეს დროებითია და 2016 წლიდან ტელეკომპანია მაყურებელს "თვისობრივად ახალ სატელევიზიო პროდუქტს: შესთავაზებს.
"დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში.", - ნათქვამია განცხადებაში.
გაზაფხულის სეზონი ტელეკომპანიამ ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუთი - იმედის კვირითა და ინგა გრიგოლიას "რეაქციით" - დაასრულა. უცნობია შეეხება თუ არა გამოცხადებული რეორგანიზაცია სხვა გადაცემებს, მაგ. გია ჯაჯანიძის "სხვა რაკურსს".