ქართუ ბანკმა 2015 წლის პირველი ნახევარი 41 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 65%-ით მეტია. წინა წელთან შედარებით 33%-ით გაზრდილია ბანკის ფინანსური აქტივებისა და კაპიტალის მოცულობა და ის 997 მილიონ ლარს შეადგენს.
ერთი წლის მანძილზე ასევე გაიზარდა ქართუ ბანკის მთლიანი ვალდებულებების მოცულობა. წელს ბანკის ვალდებულებები 40%-ით გაიზარდა და 743 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე 20%-ით არის გაზრდილი ქართუ ბანკის გაუნაწილებელი მოგება და ის 131 მილიონ ლარს შეადგენს.
ქართუ ბანკის უმსხვილესი ბენეფიციარი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილია, მას ქართუ ბანკის აქციების 100% ეკუთვნის.
ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დღეისთვის გრიგოლ ლილიაშვილია. აღნიშნული ზრდის გამო ქართუ ბანკი ქართულ საბანკო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკია.