კრიმინალი

ბათუმში ერთი მამაკაცი მოკლეს, კიდევ ერთი - დაჭრეს

metro.us

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ბათუმელების ცნობით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამის გარდა, ბათუმში, თბილისის მოედანზე, სუპერმარკეტ ნუგეშის წინ, 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაციას უტარებენ. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავეს. 

კომენტარები