ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უნიათობას და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას, ეს არანაირად არ მოაგვარებს პრობლემას და ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. მთავარი მიზეზი პოლიტიკური ნების არარსებობაა, რადგან, მას შემდეგ, რაც გამოიცა მთავრობის განკარგულება პრემიების წესის შესახებ, გაჩნდა ახალი სახის ანაზღაურების ფორმა - ეს არის დანამატი, ჯილდო. 2014 წლის განმავლობაში მინისტრების და მათი მოადგილეების მიერ აღებული შრომის ანაზღაურება დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ყველა სხვა თანამშრომლის ერთად აღებული.
tbl.ge/18b
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი უმრავლესობის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, მაღალი თანამდებობის პირებს 2016 წლამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოთ.
ამავე თემაზე
- კახა კალაძე პრემიებზე: საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ
- გახარია პრემიებზე: ეს იყო წარსულის მემკვიდრეობა, რომლიდან გამოსვლაც იოლი არაა
- ჯაჭვლიანი პრემიებზე: თუ ყველა იღებს, ჩვენ არ უნდა მივიღოთ?
- მაჭავარიანი: პრემიებს ერთმანეთში არიგებენ, კასტა აქვთ შექმნილი
- ხიდაშელი პოლიტიკური თანამდებობის პირების პრემიების წინააღმდეგია