როდესაც რუსთავი 2-ს ვახსენებდი და ჟურნალისტებს, ალბათ სჯობდა, მეხსენებინა, რომ ნაციონალური მოძრაობის ქსელია აწყობილი. არ არის მარტო რუსთავი 2 ამ ქსელში. უამრავი სივრცე აქვთ დაკავებული ინტერნეტში. აქვთ ბევრი გამოცემები. დავიწყოთ, ტაბულა - ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი. უხეში ელემენტებიც მინდა, დავასახელო. ვასახელებ ინტელექტუალურ ნაწილს, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ტაბულას. ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს უხეში და მძიმე იარაღი შალვა ნათელაშვილის სახით, რასაც გინდა, იმას იტყვის ეს კაცი. საზოგადოებაც მიეჩვია, რომ რასაც უნდა, იმას იტყვის ნათელაშვილი. ძალიან მძიმე საყურებელია ზოგჯერ, თვითონაც შეეჩვია ის ამ როლს. ნაციონალურ მოძრაობას შემდეგ ჰყავს ელისო კილაძე, ქრონიკა+. ის არის მარჩიელის როლშიც - წინასწარ იტყვის იმას, რაც სურს ნაციონალურ მოძრაობას. მაგრამ ყველაფრის ტირაჟირება ყველაზე კარგად ხდება რუსთავი 2-ში. ეს არის ის სტრუქტურა, რაც გააჩნია ნაციონალურ მოძრაობას.
tbl.ge/rk8
დაკოპირდა
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში საუბრობს.
ამავე თემაზე
- ბურჭულაძე: ივანიშვილი პრეზიდენტობასა და სანაცვლოდ 10 მილიონს მთავაზობდა
- ივანიშვილი მაკა ცინცაძეს: თქვენ ალბათ გერიდებათ ამ კითხვის დასმის
- ივანიშვილი: მიღებულ ნდობას საზოგადოებასვე ვუბრუნებ, მის ფუნქციას ვასრულებ და ვაძლიერებ
- ივანიშვილი: წასული კაცი 5 წლის განმავლობაში ყურადღებით ვადევნებდი თვალს ყველაფერს
- ივანიშვილი: "არაფორმალური მმართველობა" ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში