რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ვაკეთებ საერთოს და საზოგადოებისთვის. არავითარი პირადული არ მაქვს. გნებავთ თანაინვესტირების დაფუძნება - უამრავი ძვრები მოიტანა ეკონომიკის განვითარებაში. ნახეთ, პანორამა და სასტუმროების მშენებლობა. ყველაფერი კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ საერთო საქმეს არგოს. ვისაც აქვს ილუზია, რომ მე სასტუმროთი ფულის გაკეთება მინდა... რამდენი ექსკლუზივია. ურეკში სასტუმრო მთავრდება ზღვაში შეჭრილი აუზით. ყველა ექსკლუზივი ჩემი პირადი ხარჯით კეთდება, რამეთუ ის ფული არასდროს არ დაბრუნდება, მაგრამ ძალიან დიდ შარმს მისცემს შავი ზღვის სანაპიროს, ისევე, როგორც პანორამა ძალიან დიდ შარმს შემატებს თბილისს. არქიტექტურის ყველა ნორმა დაცულია. დამპატიჟეთ ჟურნალისტებმა და პასუხს ვაგებ - არც ერთი ჩემი ქმედება საქართველოში არ არის პირადული. ყველაფერს რასაც ვაკეთებ, არის საერთო და საზოგადოების ინტერესებისთვის. ამას საზოგადოება აფასებს
tbl.ge/72z
დაკოპირდა
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- ბურჭულაძე: ივანიშვილი პრეზიდენტობასა და სანაცვლოდ 10 მილიონს მთავაზობდა
- ივანიშვილი მაკა ცინცაძეს: თქვენ ალბათ გერიდებათ ამ კითხვის დასმის
- ივანიშვილი: მიღებულ ნდობას საზოგადოებასვე ვუბრუნებ, მის ფუნქციას ვასრულებ და ვაძლიერებ
- ივანიშვილი: წასული კაცი 5 წლის განმავლობაში ყურადღებით ვადევნებდი თვალს ყველაფერს
- ივანიშვილი: "არაფორმალური მმართველობა" ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში