ტერაქტები პარიზში

ალასანია: მჯერა, ტერორიზმის შიში ვერ დათრგუნავს თავისუფლებისმოყვარე ფრანგ ერს

ამ უმძიმეს წუთებში, მინდა ,,თავისუფალი დემოკრატების" სახელით, სამძიმარი გამოვუცხადო ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას. მხოლოდ თანადგომით შევძლებთ დავძლიოთ ის შემაძრწუნებელი განცდა, რაც მომხდარის გამო თითოეულ ჩვენთაგანს დაეუფლა. მჯერა, ტერორიზმის შიში ვერ დათრგუნავს თავისუფლებისმოყვარე ფრანგ ერს. 
ვუსამძიმრებ თითოეული დაღუპულის ოჯახს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, პარიზში მომხდარი ტერაქტების შესახებ.

კომენტარები