ტერაქტები პარიზში

პარიზის პროკურატურა: ტერაქტების ორგანიზატორი მკვდარია

AP

პარიზის პროკურატურის განცხადებით, 13 ნოემბრის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბააუდი ჩრდილოეთ პარიზში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლულთა შორისაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სპეცოპერაცია გუშინ დილით, სენ დენიში ჩატარდა. გუშინ საღამოს პროკურატურა აბდელჰამიდ აბააუდის დაკავებას თუ სიკვდილს არ ადასტურებდა.

სპეცოპერაციისას თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ მან შენობაში მყოფი სხვა პირიც იმსხვერპლა. თუმცა, ვინაობა იდენტიფიცირებული არ იყო. 

სპეცოპერაციისას დააკავეს რვა პირი. დაშავდნენ პოლიციელები.

13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა სულ მცირე 129 ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები