რუსული კანონი

იაგო ხვიჩიამ პროტესტის ნიშნად რუსული კანონის განხილვისას სხდომა დატოვა

Screenshot

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვის დროს გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

"სულ 30 წამი მჭირდება - ზოგადად, მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს კომიტეტის სხდომა არის ბუტაფორია და მე, პროტესტის ნიშნად, ვტოვებ ამ სხდომას". - თქვა ხვიჩიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატები გააფრთხილა, არ ისაუბრონ მიკროფონის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაძევებით დაემუქრა.

ამ დროისთვის, იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გაძევებულია 10 ოპოზიციონერი დეპუტატი და 2 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ანრი ოხანაშვილმა სხდომის დარბაზი დაატოვებინა თაკო ჩარკვიანს, პარტია მოქალაქეების წევრს, ქეთი თურაზაშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლევან ბეჟაშვილს, დამოუკიდებელ დეპუტატს, თამარ კორძაიას, ლელოს წევრს, სალომე სამადაშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დავით ხაჯეიშვილს, ევროოპტიმისტების წევრს, ხატია დეკანოიძეს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი გოდაბრელიძეს.

კომენტარები