ტერაქტები პარიზში

ჩრდილოეთ პარიზში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

Reuters

ჩრდილოეთ პარიზის გარეუბან სენ დენისში სროლის ხმა ისმის. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის სპეცოპერაცია 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტებს უკავშირდება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელია დაჭრილი. 

ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე ერთი დაღუპულის შესახებ.

მანამდე, უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ სათვალთვალო კამერით მეცხრე ტერორისტი დაფიქსირდა. 

13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას სულ მცირე 129 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები